გროზნო გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კრემლის მიერ ხელდასმული ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნებით ჩეჩენმა მოქალაქემ, 41 წლის ზელიმხან ხანგოშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიაში მოკლეს, “სამშობლოსთან კავშირი დიდი ხანია, გაწყვიტა და გროზნოს მის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

«ხანგოშვილმა ჩეჩნეთი დიდი ხნის წინ დატოვა, სამშობლოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, მისი მკვლელობის შესახებ მედიის საშუალებით  შევიტყვეთ», - განუცხადეს “ინტერფაქსს” კადიროვის მთავრობაში გერმანული მედიის იმ ვერსიის კომენტირებისას, რომ კრემლს ხანგოშვილი “უცხოეთში მცხოვრები ჩეჩნების დასახვრეტთა სიაში” ჰყავდა შეყვანილი. 

ცნობისთვის: 23 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. "აქცენტის" ინფორმაციით, მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა. 

როგორც გერმანული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ხანგოშვილი ფეხით გადაადგილდებოდა, ხოლო მკვლელი ველოსიპედით მოძრაობდა. თვითმხილველები მედიასთან ყვებიან, რომ მკვლელმა ახალგაზრდა კაცს თავის არეში ესროლა და შემდეგ მიმალვა სცადა.

ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა 2015 წელსაც განხორციელდა, იმჯერად - საქართველოში. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთდნენ და როდესაც ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, მისი მისამართით 7-ჯერ ესროლეს. მაშინ ხანგოშვილი გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება "ჩიხში შევიდა", ხანგოშვილი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ხანგოშვილი მაშინ გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ეჭვებს ის გარემოებაც ამძაფრებდა, რომ "ქილერს" მისი გადაადგილების, პირადი მონაცემების შესახებ დეტალური ცნობები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, იგი იქ თავშესაფარს ელოდა, სხვა ქვეყანაში მისი წასვლის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

"აქცენტმა"  ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ესმასალა შეიცავს, დღესაც საყურადღებოა:

"პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები