ერდოღანი: „თურქეთს რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება სურს“

თურქეთს რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება სურს. ამის შესახებ  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ვისაუბრეთ თავდაცვის სექტორში გადადგმულ იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენთვის რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების S-400–ების მოწოდებას უკავშირდება. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრა გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ის ნაბიჯები, რომელიც თავდაცვის სფეროში ურთიერთობების მიმართულებით შეიძლება, რომ გადავდგათ“, – განაცხადა ერდოღანმა. 

თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ ერდოღანთან შეხვედრაზე რუსული ავიაგამანადგურებელ „სუ-35“-ის საკითხი განიხილეს და „სუ-57“-ის ერთობლივ წარმოებაზეც ისაუბრეს. 

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში განხორციელებულიყო.

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. 18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. აშშ შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?