“კომედი შოუს“ მსახიობმა თათია სულუაშვილმა "რუსთავი 2" დატოვა

“კომედი შოუს“ მსახიობმა თათია სულუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა. 

“12–წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ "რუსთავი 2"–ს. შევხვდებით ერთმანეთს სულ მალე სიახლეებით “მთავარ არხზე“. მადლობა ჩვენს მაყურებელს და წარმატებები ყველას“, - წერს თათია სულუაშილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "კომედი შოუს" მსახიობებმა ვასო ფხაკაძემ და თამუნა ლეკვეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვეს., თუმცა “კომედი ჯგუფის” ნაწილი ტელეკომპანია “რუსთავი 2"-ში რჩება. შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ტელეარხი იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" ავტორმა და წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა  დატოვა.





ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო