ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ოსკარზე გაიგზავნება

ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ოსკარზე გაიგზავნება. სურათი უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

“და ჩვენ ვიცეკვეთ" წარმოშობით ქართველი, შვედეთში მცხოვრები რეჟისორის, ლევან აკინის გადაღებული ფილმია, რომელიც ქართველი მოცეკვავე გეი ბიჭების სიყვარულს ეხება. 

ფილმის მსოფლიო პრემიერა მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც  ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაიწყება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო