გერმანელმა დეპუტატებმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი დაარღვიეს

გერმანიაში საქართველოს ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი დეპუტატები ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ჩასულან. ამის შესახებ მან „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

„ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად ჩადის ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს, არღვევს საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. გერმანელი დეპუტატები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არ შესულან საქართველოს ტერიტორიის გავლით. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, როგორც ნებისმიერ მსგავს დარღვევასთან მიმართებაში, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მიიღება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, – განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ასევე:  ელჩი: „ულტრამემარჯვენე პარტიის დეპუტატების აფხაზეთში გამგზავრება მათი პარტიის პოზიციასაც კი არ ასახავს”

ცნობისთვის: 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. აფხაზური მედიის ცნობით, "არჩევნებზე" ბუნდესტაგის ერთი დეპუტატი და ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს სამი წევრი დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილები.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ