“ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს"

"გვამცნო მოსამართლემ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება. ანკი, რა აზრი ჰქონდა ამ სასამართლო პროცესს, ისედაც ვიცოდით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა ქალბატონი სუდია.უბრძანეს და აღასრულა. მოდური გახდა ეს სიტყვები და გავიმეორებ – ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს მშვიდობით, ჩვენი საქმით, პროფესიით, ჩვენი თავისუფალი სიტყვით… ორშაბათიდან ყველა გადაცემა დაუბრუნდება ეთერს და ისევე როგორც აქამდე, გავაგრძელებთ მუშაობას, ტვ ,,პირველი,, გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში…”.

ამის შესახებ “ტვ პირველის“ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ "ტვ პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მამის ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა.

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს 500 000–ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო