ერიკ ჰოგი : "ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს"

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიs ერიკ ჰოგის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს. 

„დღეს დილით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე დაკვირვების მიზნით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფს შევუერთდი. ახალი ღობეების აღმართვა კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას. ეს საკითხი ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის დროსაც განიხილება “, – წერს ერიკ ჰოგი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.  23 აგვისტოდან დღემდე კი აღნიშნული პროცესი შეჩერებულია. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა