ტოივო კლაარი: "ბორდერიზაცია" მიუღებელია"

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ დამატებითი მიწები მიიტაცეს.  

„მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს გუგუტიანთკაში გაცნობითი ვიზიტისთვის. ღობეების აღმართვა მოსახლეობას ჰყოფს და სირთულეებს იწვევს, „ბორდერიზაცია“ მიუღებელია“, – წერს ტოივო კლაარი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი.  

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.  23 აგვისტოდან დღემდე კი აღნიშნული პროცესი შეჩერებულია. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს