„თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის"

„თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„თიბისი ბანკი“ ეს არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ჩვენ ჩვეულებრივ რეგულაციას ვუწევთ ბანკს, როგორც სხვა კომერციულ ბანკებს. „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, კობა გვენეტაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები