ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს

ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ორივე პირი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.

ისინი დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) საფუძველზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში გაისროლეს. ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp