9 სექტემბრიდან „მთავარი" არხი „იბერიის“ შენობიდან იმაუწყებლებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყოფილი გენერალური დირექტორის და ამჯერად უკვე „მთავარი“ არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი არხი მაუწყებლობას იმაზე მალე დაიწყებს, ვიდრე ამას ყველა ელოდა.

მისი თქმით, "მთავარი" არხის თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში დაიწყებენ მუშაობას და დროებითი მაუწყებლობაც იქიდან დაიწყება.

„ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები, ამას მოგვიანებით გეტყვით, ეს მოლაპარაკებების საგანია, დღეს კი მთავარი არის ის, რომ ზაზა ოქუაშვილის და ჩემი შეთანხმებით, სწორედ „იბერიის“ შენობაში განვათავსებთ „სტაფს“, გვაქვს საეთერო სტუდია და ვიწყებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ვისაც ნამდვილი „კურიერის“ ნახვა სურს, ისევ ცხრა საათზე, ოღონდ „მთავარზე“ უნდა დაელოდოს, საინფორმაციო გამოშვების სახელი იქნება „მთავარი ამბები“ - "მთავარზე".




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო