თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას და სამღერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკატერინე ჭავჭავაძის, ახუთის, გუმათის, ლამის, სალიების, პაატა სააკაძის, ძეგამის, ბერიაშვილის, ბოდავის, თვალჭრელიძის და ხრამჰესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ბახტრიონის, იყალთოს, კოსტავას, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, საბურთალოს, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და ტეხურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის, 8 მარტის, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, ძმები კაკაბაძეების, გურიის, ზანდუკელის, ბარნოვის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, შენგელიას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო