სავარაუდოდ, გამგებლის მოადგილის მიერ თანამშრომლის ცემის კადრები ვრცელდება (ვიდეო)

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ასახულია, სავარაუდოდ, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას სავარაუდოდ, თანამშრომელს სავარაუდოდ გლდანის გამგებლის მოადგილე. 

გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ასე იმართება გლდანის რაიონის გამგეობა. თათბირზე წამოწევ რამე სახის პრობლემას და გამოგიყვანს მოადგილე და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოგაყენებს. აღნიშნულ ვიდეოში გლდანის გამგებლის მოადგილე ლ.ნ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს გლდანის გამგეობის თანამშრომელს! რა მდგომარებაა გლდანის გამგეობაში ხო ხედავთ, ამ ყველაფერს საგულდაგულოდ მალავდა გამგებელიც და სხვა მასთან დაახლოებული (თავის სასტავი) პირებიც. როგორც ვიცი, ასევე მუქარებიც იყო თანამშრომლებზე, რო ხმა არ ამოეღო არავის!", – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ყუფარაძე და შესაბამის ვიდეოს  ავრცელებს:




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალების სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები