Euraxess-ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”

28 აგვისტოს, ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ  დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ  აპოსტოლია კარამალის და  EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის. 

„კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”-განაცხადა Euraxess -ის დირექტორმა  შეხვედრაზე, რომელზეც  განიხილეს საქართველოსა და  ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაცია  EURAXESS-ს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მიმდინარე სამუშაოები და განვითარების პერსპექტივები, შეათანხმეს 24-25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის   ოფიციალურ  ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მოხდება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციასა  (Declaration of Commitment)  და ხელშეკრულებაზე საზეიმო  ხელმოწერა. EURAXESS-ში გაწევრიანების ყველა პროცედურა დასრულებულია. 

ზვიად გაბისონიამ უცხოელ კოლეგებს  მეცნიერების განვითარების გეგმა და პრიორიტეტები წარუდგინა, აღნიშნა, რომ  საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  სახელმწიფოთაშორის  ორგანიზაცია  EURAXESS -ში  მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის  შედეგადაც ქართული  მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები  იხსნება.     შეხვედრაზე ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორმა   აპოსტოლია კარამალიმ განაცხადა:   კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში,  ძალიან კარგ დროს შემოდიხართ, “Horizon Europe”-ის პოლიტიკის შემუშავებაში თქვენნაირი ამბიციური იდეების მქონე ხალხი გვჭირდება!“


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო