რუსი ტანმოვარჯიშე მოქალაქეობას იცვლის და ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

რუსი ტანმოვარჯიშემ მარია ხარენკოვამ, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან საქართველოს ღირსებას დაიცავს, – იუწყება რუსული მედია.

20 წლის ხარენკოვამ სხვა ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლის უფლება ოფიციალურად მიიღო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.

ხარენკოვა 2014 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია გუნდურ შეჯიბრებებში, ასევე ევროპის ჩემპიონი (2014) და ვერცხლის მედლის მფლობელი მრავალჭიდში (2015). მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში 4-13 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტშუი გაიმართება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო