3 წლის ბავშვი, რომელიც პეკინზე ქალმა დაჭრა, კლინიკიდან გაწერეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე დაჭრილი 3 წლის ბავშვი კლინიკიდან გაწერეს. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგის ნათია ვასაძის თქმით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ოპერაცია ისე გაკეთდა, რომ პაციენტს პლასტიკური ჩარევა აღარ დასჭირდება.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს-ში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება