"სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქურდების პრეზიდენტია"

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქურდების პრეზიდენტია".

„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი, როდესაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ოთხი წელი გაატარა 12 წლის ნაცვლად და პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისი შეწყალება. ასეთი საკითხები არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, ასეთი გადაწყვეტილებების გამო პოლიციელები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რადგან პოლიციის ვალია საქართველოს მოქალაქეების დაცვა. იმისთვის, რომ უფრო კარგად იყოს კონტრასტი წარმოჩენილი, მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ფონზე ციხეში ზის მამალაძე, რომლის დანაშაულზეც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული და ეს საქმე არის ძალიან ბუნდოვანი. ციხეში ზის ბატონი ნაკანი, რომელიც არის სპეცრაზმის უფროსი, ადამიანი რომელიც არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია, რომელიც საკუთარი მკერდით იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უდო ეხება და უარს ეუბნებიან. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უსინდისო, უპასუხისმგებლო და არ არის ჩვეულებრივი მოქალაქეების პრეზიდენტი, ის არის ქურდების პრეზიდენტი, რადგან შეწყალებული სწორედ ბატონი "ლავასოღლის", ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია. ის არის "ლავასოღლის" დაჯგუფების წევრი, კრიმინალური ავტორიტეტის, რომელიც აგვარებს შავ საქმეებს ბათუმში და ეხმარება არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“. როდესაც შენ იყენებ კრიმინალურ სამყაროს არჩევნებზე, ცხადია, ვალში ხარ მასთან და სწორედ ამ ვალის გადახდად შეგვიძლია, შევაფასოთ დევაძის შეწყალება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი 22 წლის ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ