კახეთის რეგიონში 3 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 3,5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. აქედან 1,2 ათასი ტონა რქაწითელი, 900  ტონამდე საფერავი, 300 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან. 

კახეთში რთველი  აქტიურ ფაზაში მომავალი კვირიდან შევა. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხულოში ხანძარს შვიდი სახლი ემსხვერპლა