"ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს"

ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს, - ამის შესახებ საქართველოს პერზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მედეფის" საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა.

“მე ჩემი პირადი ისტორია მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ საქართველო არის ქვეყნა სადაც შეუძლებელი არაფერია; ისტორია სიურპრიზებითაა სავსე მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად იარსებებდა, თუმცა საქართვე ლო პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა; მეუბნებოდნენ, რომ საქართველო არასდროს აირჩევდა “ფრანგ ქალს” მან კი ის აირჩია.

ამიტომ, როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს.

საქართველო დიდ იმედებს ამყარებს პრეზიდენტი მაკრონის ევროპულ ამბიციაზე, ევროპის მომავლის მისეულ ხედვაზე. მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ ჩვენს ახალ ინიციატივებს, რომ საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტი წარმატებით განხორცი ლედეს.

ეს ჩვენთვის არა მარტო მნიშვნელოვანია, არამედ ძალიან საჭიროცაა. ევროპა არის ჩვენთვის იმის გარანტი, რომ მარტო არ დავრჩები.ევროპა ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, იმოგზაურონ და განვითარდნენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ სანქციებზე და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი იყო რუსეთის მცდელობა ქვეყნის პროდასავლური კურსი შეეცვალა:

“ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენ ტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია!

რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი.

გასულ წელს ჩვენს ახალ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი მიზანია ევროკავ შირში გაწევრიანება. ეს ევროპული მისწრაფება არაა ახალი, ეს არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის საჭიროა ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას სრულყოფილად ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით:

“მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ყველა ღონე უნდა ვიმაროთ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო შევამციროთ და ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ჩვენ გვსურს ჩვენი მეწარმეებისათვის იყოს მეტი ევროპული ინვესტიცია, ჩვენს რეგიონებში იყოს მეტი ევროპელი ტურისტი, ჩვენს პროდუქციას ჰყავდეს მეტი ევროპელი მომხმარებელი”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს