„რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს“

„რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს“, – ამის შესახებ საქართველოს პერზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მედეფის" საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა.

„2008 წლის ომი იყო რუსეთის მცდელობა ქვეყნის პროდასავლური კურსი შეეცვალა. ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია! რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი. გასულ წელს ჩვენს ახალ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ევროპული მისწრაფება არაა ახალი, ეს არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ