ავთანდილ წერეთელმა მის მიმართ 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გაასაჩივრა.

როგორც ჟურნალისტებს ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, მისი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ის ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთელს აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

იხილეთ ასევე: პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ავთანდილ წერეთელი: "ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. გირაოს არ გადავიხდი, წავალ ციხეში"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება