„ფორმულას“ მაუწყებლობის უფლება მიენიჭა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობის უფლება მიენიჭა. მათივე ცნობით, ტელეკომპანია  მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.

“კომპანიას მაუწყებლობის  ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა,” – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო