მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით რუსთავში მამაკაცი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.

"გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი, თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და ამცირებდა. მიუხედავად ამისა, პოლიციისთვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ. მორიგ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 24 აგვისტოს, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3–დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს–ში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები