შვარცენეგერს თავს დაესხნენ [ვიდეო]

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში მსახიობ არნოლდ შვარცენეგერს თავს დაესხნენ. ამის შესახებ გამოცემა CNN იუწყება.

ინციდენტი სპორტულ ფესტივალზე „არნოლდ კლასიკ აფრიკაზე” (Arnold Classic Africa) მოხდა, სადაც მსახიობი საპატიო სტუმრისა და მსაჯის სტატუსით იყო მიწვეული.

უცნობი მამაკაცი შვარცენეგერს ზურგიდან მიუახლოვდა და ფეხი დაარტყა იმ დროს, როდესაც მსახიობი თაყვანისმცემლებს ესაუბრებოდა.

თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს, შვარცენეგერმა კი მსაჯობა განაგრძო.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp