აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს.

„დიასპორის საყურადღებოდ: მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება ფლორიდის შტატს სავარაუდოდ 1-2 სექტემბრის პერიოდში ძლიერი წვიმებითა და ქარით. მოქალაქეებს ვურჩევთ, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. ქარიშხალთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდიდან – www.nhc.noaa.gov. ასევე, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე +1 (202) 247-8498“,- აღნიშნულია საელჩოს მიმართვაში.

ცნობისთვის: სინოპტიკოსების განცხადებით, „დორიანი" შტატებს თავს რამდენიმე დღეში დაატყდება. აღნიშნულის გამო  ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარება გამოაცხადეს. მანამდე კი, ძლიერმა სტიქიამ კარიბის ზღვაში მაშტაბური ნგრევა და ქაოსი გამოიწვია, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროისთვის „დორიანი“ კონტინენტისკენ მიემართება. ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, უახლოეს დღეებში, დორიანი ძალებს კიდევ უფრო მოიკრებს. ქარიშხალ „დორიანის“ გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტიც კი გააუქმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს