დღეს თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

დღეს ქართული მხარე და  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, –ამის შესახებ ინფორმაცია "აქცენტს" სუს–ში დაუდასტურეს. 

"დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება", – განუცხადეს "აქცენტს" სუს–ში.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ.

სოფელ ჩორჩანაში იმყოფებიან შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა. 

ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ საგუშაგოს აღებას არ აპირებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია: "სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი არც კი განიხილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"