მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებში ბრუნდება

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე ეროვნულ გუნდს უბრუნდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, – იუწყება „რაგბი 15“.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მორაგბე ლევან ჩილაჩავამაც დაადასტურა. საქართველოს რაგბის კავშირს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო