"საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გააქტიურდნენ" (ვიდეო)

"ულტიმატუმის ამოწურვიდან 6 საათის შემდეგ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება. სიმშვიდეა ერთი შეხედვით, თუმცა ძალიან გააქტიურდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.  ბალთა (სამხედრო ბაზა)კოდა-წნელისის მონაკვეთზე აქტიურად მოძრაობენ ოკუპანტების მანქანები. რა არის ეს, როტაცია თუ ცოცხალი ძალის გაზრდა, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს ზეწოლას. გავუძლებთ? მოვიპოვებთ პრინციპულ გამარჯვებას, ვერ გავუძლებთ? ერთ მშვენიერ დღეს მივიღებთ რუსულ საოკუპაციო ტექნიკას ავტობანზე, ან თუნდაც თბილისში. ალბათ მაშინ მივხვდებით რომ ჩორჩანაც საქართველოა".

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა წერს და შსაბამის ვვიდეოს აქვეყნებს: 

დღეს ქართული მხარე და  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, –ამის შესახებ ინფორმაცია "აქცენტს" სუს–ში დაუდასტურეს. 

"დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება", – განუცხადეს "აქცენტს" სუს–ში.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ.

სოფელ ჩორჩანაში იმყოფებიან შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა. 

ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ საგუშაგოს აღებას არ აპირებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია: "სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი არც კი განიხილება"


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“