ცხინვალი: “ომი აღარ იქნება”

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, “[დანარჩენ საქართველოსთან] ომი აღარ იქნება”. 

ამის შესახებ დე ფაქტო ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის “სახელმწიფო კომიტეტის” ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განაცხადა.


“საქართველოს პროვოკაციული ქმედებები სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სხვა არაფერია,  თუ არა ქართული ხელისუფლების მცდელობა, საკუთარი მოსახლეობის ყურადღება მწვავე შიდა პრობლემებიდან სხვა თემებზე გადაიტანოს: მოგეხსენებათ, ამჟამად საქართველოში პოლიტიკური ელიტების დაპირისპირებაა და როგორც კი მათ შიდა პრობლემები ეწყებათ, ხელისუფლება მოსახლეობის ყურადღების გარე საკითხებზე გადატანას ცდილობს. საქართველო კვლავინდებურად ოცნებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, თუმცა ექს-პრეზიენტ მიხეილ სააკაშვილის თავგანწირულ ქმედებებს აღარავინ გაიმეორებს. არანაირი ომი აღარ იქნება – საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს აღარ დაესხმება. ჩვენი საზღვრები საიმედოდაა დაცული რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული შეთანხმებებით, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია აღქმული იქნება აგრესიად აქ მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ", - განაცხადა კოტაევამ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები