ცხინვალი სალომე ზურაბიშვილს “არათანმიმდევრულობაში” ადანაშაულებს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “არათანმიმდევრულობაში” ადანაშაულებს.

“საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი არათანმიმდევრულია საკუთარ  მოქმედებაში. მას შიდა სწრაფვა აქვს, დააბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რადგან ბაბუამისი მენშევიკების მთავრობაში მუშაობდა  და პირადი  წვლილი შეიტანა ოსების გენოციდში. პარალელურად ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს. საქართველო ძალზე არასაიმედო პარტნიორია საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა დე ფაქტო ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის “სახელმწიფო კომიტეტის” ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ.

ცნობისთვის: 26 აგვისტოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანია, მის სარპრეზიდენტო  ვადაში მოხდეს "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება":

"მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეს!"



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა