ოსური “პარლამენტი”: “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართულ ნებისმიერ პროვოკაციას ყველანაირი შესაძლო პასუხი გაეცემა, მათ შორის - ძალისმიერიც”

ოსური დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება და თბილისს “ძალისმიერი პასუხით” ემუქრება.

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანას აფასებს აგრესიის დაუფარავ აქტად, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციაზეა მიმართული. განურჩევლად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იმყოფება საქართველოს ხელისუფლებაში,სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტების საქმიანობის უცვლელი შემადგენელია” - ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის განცხადებაში. 

ამასთან, ოსი ე.წ. დეპუტატები საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, აშშ-სა და ნატო-ს “თბილისის პროვოკაციული ქმედებების მხარდაჭერით ამერიეკავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მორყევაზე” აკისრებენ “პირდაპირ” პასუხისმგებლობას.

“სამხრეთ ოსეთის  ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართულ ნებისმიერ პროვოკაციას ყველანაირი შესაძლო პასუხი გაეცემა, მათ შორის – ძალისმიერიც” - დასძენს ოსური დე ფაქტო პარლამენტი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხულოში ხანძარს შვიდი სახლი ემსხვერპლა