ბიბილოვი: "წნელისში ბლოკ-პოსტს განვათავსებთ"

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ სოფელ წნელისში პოლიციის ბლოკ-პოსტს განათავსებს.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. 

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“