ბიბილოვმა ე.წ. მესაზღვრეებს დაავალა, “სოფლის მთელს ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარონ”

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მესაზღრეებს დაავალა, “სოფლის [ჩორჩანას – რედ.] მთელს ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარონ”.

ამის შესახებ  მან დღეს საკონტაქტო ჯგუფის პირველი სხდომის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

"რაიონში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, მოსახლეობა დაძაბულია, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებს, რასაც ჩვენმა ბლოკ-საგუშაგომაცშეუწყო ხელი. საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელი მოლაპარაკებები დასრულდა და 2 სექტემბერს გაგრძელდება. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ-ჯერობით პრობლემის გადაჭრის გზებს არ გვთავაზობს, ჩვენებს კი უარყოფს. იმედი მაქვს, საქართველოს ხელმძღვანელობა ვითარების მთელს სერიოზულობას გააცნობიერებს და ყველაფერს გააკეთებს იმ არასტაბილურობის განსამუხტად, რომელიც მისი უკანონო ნაბიჯების გამო შეიქმნა. საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრა – ეს უკიდურესი და არასასურველი ზომაა. საკითხი მოლაპარაკებათა ყველა ფორმატში იქნება დაყენებული. ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ არსებული საფრთხის განსამუხტად. მესაზღვრეებს დავავალე, სოფლის მთელს ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარონ” - განაცხადა ბიბილოვმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენეს