“თბილისი ცხინვალისა და მოსკოვის პროვოცირებას ცდილობს”

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი პეტრე ტოლსტოლი ოფიციალურ თბილისს “ცხინვალისა და მოსკოვის  გამიზნულ პროვოცირებაში” ადანაშაულებს.

“საქართველო გამიზნულად ახდენს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პროვოცირებას ვითარების დასაძაბად. მსგავსი წვრილ-წვრილი პროვოკაციებით მას სურს, გვაიძულოს მოკავშირეები - ცხინვალი და მოსკოვი, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ამას ბოლოს მოუღებს, მერე კი მთელი მსოფლიოს გასაგონად იჩივლოს, თითქოს მისი ტერიტორიების ოკუპაციას ახდენენ. იცით, რა არ ესმით ქართველ პოლიტიკოსებს და თბილისის მასშტაბით მორბენალ ამ მოყვირალ ახალგაზრდობას? - ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღარასოდეს დაბრუნდებიან, რადგან თავად ქართველებმა დაარღვიეს საკუთარი ქვეყნის კანონები 2008 წელს განხორციელებული თავდასხმით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს ეს არ დაჰვიწყებიათ და არც დაივიწყებენ. მთელი ეს ბოროტი პროვოკაციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს მოსახლეობის დიდი  ნაწილი არ გააცნობიერებს, რომ  გაცილებით უფრო მომგებიანი და სიმშვიდის მომტანია, იქონიო კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოს გარშემო არსებულ ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, ვიდრე უღრინო სპილოს, როგორც ცნობილ იგავ-არაკშია” - განაცხადა ტოლსტოიმ.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა. 

ამ დროისთვის ქართული მხარე აცხადებს, რომ საგუშაგოს აღებას არ აპირებს:

თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა: „საგუშაგო რჩება ამ ადგილზე“

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს