აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ჩორჩანას მოვლენებზე: "მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ყველა მხარეს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ ვითარების ესკალაციისგან".

"ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშავონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ", – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა