ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხემძღვანელი: "გამოიკვეთა ნაბიჯები ვითარების განსამუხტად"

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ოკუპირებულ სოფელ წნელისში დღეს თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას "შედარებით კონსტრუქციულს" უწოდებს.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს წარმომადგენლები გზად ინციდენტების პრევენციისა და საპასუხო მექანიზმის შეხვედრისკენ, რომელიც დღეს გაიმართა წნელისში. შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. გამოიკვეთა შესაძლო ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტად. შემდეგი შეხვედრა მომდევნო კვირისთვის დაიგეგმა. არსებითად მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავებულობა," - წერს ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში.

ოკუპირებულ სოფელ წნელისში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან აგებული ქართული საგუშაგო იყო, რომლის დაშლაზე ქართული მხარე უარს აცხადებს. 

იხილეთ ასევე: თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა: „საგუშაგო რჩება ამ ადგილზე“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"