საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო

ზუგდიდში, კახათის #35 -ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" დეპუტატის გია დანელიას მისვლა გახდა. დანელია ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც 14 მაისის "რუსთავი 2"–მა გამოავეყნა. ჩანაწერში სავარაუდოდ, დანელია ყვება, როგორ მიიღო პარტიის ცენტრალური ოფისიდან დავალება, რომ ყველა ხერხით, მათ შორის დაშინებითა და ტერორით შეძლონ ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტს, პლუს ერთი ხმის მიღება. დანელიას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირებდნენ. მათი გაშველება კი პოლიციას მოუწია.

„ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში, თქვენ ხართ კრიმინალი. თქვენ ახლა უნდა იჯდეთ ციხეში,“ - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა გია დანელიას

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp