ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: "ჩორჩანა-წნელისთან 24–სათიან რეჟიმში ვპატრულირებთ, ადგილზე სიმშვიდეა"

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის განცხადებით,  ჩორჩანა-წნელისთან მისიის მონიტორები პატრულირებას 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ და ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. 

"ვაგრძელებთ პატრულირებას 24 საათის განმავლობაში ჩორჩანა-წნელისთან, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან. გასულ ღამეს ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხრა წარმომადგენელი, ორ ქართველ კოლეგასთან ერთად იყო. რეგულარული მონიტორინგის ბოლო მონაცემებით, ადგილზე სიმშვიდეა“, – წერს ერიკ ჰოგი "ტვიტერში" პირად გვერდზე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა