საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე კანონშემოქმდებით საქმიანობასთან დაკავშირებით მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა.

აღნიშნული გეგმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

გეგმა მოიცავს 110 კანონპროექტს, რომელთაგან ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია, ნაწილი ახალი კანონპროექტებია.

მთავრობა რამდენიმე კანონპროექტის ინიცირებას აპირებს, რომელთა შორისაა – „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ“; „წყლის რესურსების მართვის შესახებ“; „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ „სამრეწველო ემისიების შესახებ“; „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“; „ენერგოეფექტურობის შესახებ“; „მეზღვაურთა დასაქმების შესახებ“; „ფასიანი ქაღალდის ფლობის შესახებ“; „საინვესტიციო ფონდების შესახებ“; „ფოსტის შესახებ“; „თავდაცვის კოდექსი“; „დასაქმების შესახებ“. პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ, პლენარული სხდომით გაიხსნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ