მდინარე რიცეულაში 10 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ "საქართველოს წითელი ნუსხის" სახეობის  ნაკადულის კალმახის 10 000 ცალი ლიფსიტა  მდინარე რიცეულასა და ხედეთურის სათავეში  გუშვა.  ნაკადულის კალმახის დაცვის, მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოტო და ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

ველური ბუნების სააგენტოსა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს, მდინარე რიცეულას ხეობაში ნაკადულის კალმახის აღდგენას.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა