პირი საარჩევნო უბანთან სიებით: "დისერტაციას ვიცავ" (ვიდეო)

ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბანზე მამაკაცი, რომელიც სიებით და დოკუმენტაციით საარჩევნო პროცესს აკვირდება, ამბობს, რომ ის დისერტაციას იცავს. 

„დისერტაციას ვაკეთებ... არაფერს არ წარმოვადგენ, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ, ჩემთვის მაინტერესებს. არაფერი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ, ათამდე მოვიდა. ჩემ საქმეს ვაკეთებ, 2000 კაცს ველოდები აქ“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.

ცნობისთვის: 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp