ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმებასთან დაკავშირებით ცვლილებებია

ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება 30 წუთის განმავლობაში, 5 ათას ლარამდე თანხაზე (ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში) იქნება შესაძლებელი. ცვლილება ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში შეიტანა.

აღნიშნული ინფორმაციის განთავსების ვალდებულება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ქვითარზე, ასევე სალაროსთან, თვალსაჩინო ადგილას აქვთ.

ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება აქამდეც 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი, თუმცა არ იყო განსაზღვრული თანხის მაქსიმალური ოდენობა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა