თერჯოლაში ოჯახს თავს დაესხნენ

თერჯოლაში, სოფელ ბარდუბანში ოჯახს, ყაჩაღობის მიზნით, თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ნაცემია ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი.

შემთხვევა გუშინ მოხდა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღობაში მონაწილე პირები ჯერჯერობით დაკავებული არ არიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ