მამუკა ბახტაძე გადადგა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

ცნობისთვის: ბახტაძის გადადგომის შესახებ მედია ორი კვირაა საუბრობს, თუმცა ინფორმაციას მმართველ გუნდში არ ადასტურებნენ, მეტიც, უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ბახტაძის შემცვლელად მედიაში შს მინისტრი გიორგი გახარია განიხილება, რომლის გადადგომის მოთხოვნითაც ორ თვეზე მეტია, საპროპტესტო აქციები მიმდინარეობს. მას პასუხისმგებლობას "გავრილოვის ღამეზე" აკისრებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ