ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა

ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

კომისიაში 16 წევრია და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ასევე ეთხოვათ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს ქეთევან მახარაშვილს, თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს.

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით, მიმდინარე წლის ნოემბერში გახდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ