"მაესტრო" - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა

სამთავრობო ცვლილებების შედეგად ინტეგრირებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა, კულტურის მინისტრი კი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

ბადრი მაისურაძე 30 აგვისტოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნის შემდგომ, განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტის სამინისტროები გაერთიანდნენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა