რა ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ–მინისტრი

როგორც ცნობილია, დღეს მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო, რომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. მართალია, მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ ბახტაძემ, რომელიც ამ ინფორმციას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჭორს უწოდებდა, გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა მედია ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ წერდა. 

საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა ქონებას ფლობს ყოფილი პრემიერ–მინისტრი. ირკვევა, რომ ბახტაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 30 ივლის შეავსო. მასში 2016 წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით ბევრი ცვლილებები არ არის. დეკლარაციის მიხედვით, ის არ ფლობს ავტომობილს, ფასიან ქაღალდებს ან სამეწარმეო წილებს. მას 2016 წელს საჩუქრად გადაეცა 355,05 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში. ის ფლობს 22 საბანკო ანგარიშს 3 ბანკში, სადაც ჯამში ერიცხება 8 810 ლარი, ხოლო ნაღდი ფულით ფლობდა 4500 ლარს.

ამავე დეკლარაციის თანახმად, მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით ექვს თვეში 26 916 ლარი მიიღო ( უფრო ნაკლები, ვიდრე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე იმავე პერიოდში). კერძოდ, მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული აქვს 11 151,43 ლარი, ს/ს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს კი - 225 134 ლარი.

შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 45 905 ლარი მიუღია, ხოლო შპს "ჯრ ტრანზიტ ლაინის" (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს "ჯორჯია ტრანზიტი" და შპს "ჯრ ტრანზიტ ლაინი" საქართველოს რკინიგზის მიერ დაფუძნებული კომპანიებია) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 18 552 ლარი, რაც ჯამში 289 591 ლარია.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბახტაძის მამა - გივი ბახტაძე ფლობს ხონში, გეგიას ქუჩაზე მდებარე 3743.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე 282.10 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს.დედას - მანანა ნანიტაშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგის ხელფასის სახით 3840 ლარი აქვს მიღებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ