"ვთვლი, რომ პრეზიდენტები შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტები შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პოლონეთში განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მამუკა ბახტაძის გადადგომაზე პრეზიდენტის შეფასებით დაინტერესდნენ.

„გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მე მგონი, უნდა დაველოდოთ. მე პირადად დაველოდები და თბილისში ჩავალ. საერთოდ, მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება დრო იმისათვის, რომ გაკეთდეს კომენტარტები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. ბახტაძემ პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება სოციალური ქსელის მეშვით აცნობა საზოგადოებას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ