რა გეგმები აქვს ყოფილ პრემიერ–მინისტრს

ყოფილი პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე აქტიურ პოლიტიკაში ჩართულობას არ განიხილავს, თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. ამის შესახებ ბახტაძემ ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მან ისიც თქვა, რომ გუნდს საკუთარი მოსაზრებები აქვს და მათ პატივს სცემს.   

"პარტიის პლიტიკური საბჭოს წევრი ვიქნები. ჩემი შინაგანი განწყობა არაა, რომ აქტიურ პოლიტიკით ვიყო დაკავებული, თუმცა გუნდს აქვს თავისი მოსაზრება, რომელსაც მე განსაკუთრებულ პატივს ვცემ. საჯარო პოლტიკაში კონკრეტული ამოცანით შემოვედი, რომლის რეალიზაციაც მოხდა და ამაზე დეტალებში ვისაუბრე. არ განვიხილავ, რომ აქტიურად ვიყო პოლიტიკაში ამ ეტაპზე ჩართული",– განაცხადა ბახტაძემ.

მან კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას, რატომ გადადგა თანამდებობიდან.

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა. ეს გაკეთდა და შესაბამისად, გაზაფხულის ბოლო მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. თავიდან, როცა ჩემი მხრიდან იყო ეს საუბრები, რა თქმა უნდა, არ იყო თანხმობა. საბოლოო ჯამში, გუშინ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამაზე კონსულტაციები იყო პარტიის ოფისში და არსად სხვაგან. დღესაც იქნება ეს შეხვედრები და ხვალაც გაგრძელდება. ამიტომ, კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო, მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის: ბახტაძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა და ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო. მიის თქმით, საკითხის განხილვა პირველად ბიძინა ივანიშვილთან გაზაფხულის ბოლოს დაიწყო და მას შემდეგ ამ დრომდე გრძელდებოდა.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს