„რატომ გაქვთ იმის განცდა, რომ ანაკლიის პროექტი არ აშენდება ან მთავრობას ჰქონდა ასეთი განწყობა?"

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ ცდილობენ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შექმნან ისეთი აურა, თითქოს საქართველოს მთავრობას არ სურს მისი რეალიზაცია. ეს არის სისულელე და ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს. 

როგორც ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას ააღნიშნა, ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ ისეთ არგუმენტს, რომ ხელისუფლებამ კონსორციუმს მაქსიმალურად არ დაუჭირა მხარი.

„რატომ გაქვთ იმის განცდა, რომ ანაკლიის პროექტი არ აშენდება ან მთავრობას ჰქონდა ასეთი განწყობა? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ამ პროექტის განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის იდეა იყო. ვისი მხარდაჭერით და ძალისხმევით მოხდა, რომ წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის პროექტის აქტიური განხილვა მოახდინეს და ისინი პერსპექტივაში მის დაფინანსებას განიხილავენ? ამ მოლაპარაკებების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენ წარვმართეთ. მე ამაში ვმონაწილეობდი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში. ჩვენ გამოვისყიდეთ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მიწა და გადავეცით, რომ კონსორციუმმა შეასრულოს თავისი ვალდებულება. ავიღეთ ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რათა პორტმა შეძლოს გამართულად ფუნქციონირება. ძალიან ცუდია, რომ ცდილობენ ამ პროექტის ირგვლივ შექმნან ისეთი აურა, თითქოს საქართველოს მთავრობას არ სურს მისი რეალიზაცია. ეს არის სისულელე და ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ვერ დაასახელებენ თუნდაც ერთ არგუმენტს, რაშიც ჩვენ მაქსიმალურად მხარი არ დავუჭირეთ კონსორციუმს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ინვესტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს